„მისი ენთუზიაზმი მორიგი მისაბაძი მაგალითია“… – ვისი წვლილი იქნება გრემის რესტავრაციაში?

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გრემის ეკლესიის რესტავრაციაზე სტატუსს აქვეყნებს.
„15 სექტემბრის კუტურული მემკვიდრეობის ფორუმმა შედეგი უკვე გამოიღო.
ჩვენ დაგვიკავშირდა შპს „კასკადის“ (Cascade l.l.c) დირექტორი მიხეილ ამირანაშვილი, რომელსაც გრემის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციაში თავისი წვლილის შეტანის დიდი სურვილი აქვს. სააგენტოსთვის და პირადად ჩემთვის მისი ენთუზიაზმი მორიგი მისაბაძი მაგალითია, რითაც ძეგლთა დაცვა განებივრებული, სამწუხაროდ, არაა…
დღეს ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს.
სწორედ კომპანია „კასკადის“ გადაწყვეტილება არის გრემისა და მის მსგავსად ასობით უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი“, – წერს ნიკოლოზ ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები