17 სექტემბერს სესილია თაყაიშვილი დაიბადა

17 სექტემბერი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა. მას 113 წელი შესრულდებოდა. მის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სტატუსს აქვეყნებს.
„დიდი ქალბატონის, XX საუკუნის ბებიად აღიარებული სესილია თაყაიშვილის (1906-1984) დაბადების დღეა.
სესილიას არ უყვარდა ხალხის შეწუხება, იცხოვრა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით და ამ ქვეყნიდან მიმავალმა ანდერძად დატოვა:
„ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება. რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას“, – წერს ამირან ბუთურიშვილი.
სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 21 მაისს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები