სპექტაკლ  „ვოიაჟერის“ პრემიერა გაიმართება

20, 21, 22 სექტემბერს, 20:00 საათზე, „სილქ ფაქტორი სტუდიოს აბრეშუმის თეატრის“ სცენაზე, ფიზიკური თეატრი „სინთეზი“ სპექტაკლ  „ვოიაჟერის“ პრემიერას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი კომპანია „სოინგ ლაბის“ და “თეატრი სინთეზის“ ერთობლივი ნამუშევარია.
ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბის“ მიხედვით დაიდგა.

დამდგმელი ქორეოგრაფი და რეჟისორი – გიორგი ღონღაძე;
მხატვარი – ანინა ლებანიძე;
მუსიკალური გაფორმება – ჯინო დოლინი;
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები: მედეა ნემსაძე, ელენე მაჭარაშვილი.
მონაწილეობენ: მარტინ მათევოსიანი, მედეა ნემსაძე, ელენე მაჭარაშვილი, ანი ლიპარტელიანი, ანასტასია ფიოდოროვა, ნინი გოგიჩაიშვილი, ნია პაპავა, ნიცა ცომაია, ნუცა მაისურაძე.

ისტორია ადამიანზე, რომელიც დაბადებიდან გაახალგაზრდავებას იწყებს.
რატომ ბენჯამინი?- ადამიანი ცხოვრების გარკვეული დროის შემდეგ იძენს ცოდნას და გამოცდილებას. ბენჯამინ ბატონი კი დაიბადა შეძენილი ცოდნით. პერსონჟი რომელიც ყველა წესის თანახმად სავარძელთან უნდა ყოფილიყო მიჯაჭვული გამოირჩევა სიცოცხლისადმი სიყვარულით.
ქორეოგრაფიული ქარგა საინტერესო ფორმას იძენს, როდესაც ადამიანებს შორის ურთიერთობა განიხილება საწყისიდან დასასრულისაკენ და დასასრულიდან საწყისისკენ.
სპექტაკლში გამოყენებულია ბალეტის, ჰიპ-ჰოპის, ფიზიკური თეატრის ელემენტები სხვა თანამედროვე ქორეოგრაფიულ დისციპლინებთან ერთად.
პროექტის მხარდამჭერებია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

მის: მერაბ კოსტავას #59 „სილქ ფექტორი სტუდიოს აბრეშუმის თეატრი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები