ფრანგული ფილმის  – „ბრწყინვალეს“ კინოჩვენება და დისკუსია გაიმართება

19 სექტემბერს, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ევროპის საბჭოს და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით,  ფრანგული ფილმის  „ბრწყინვალეს“ (Le Brio) კინოჩვენება და დისკუსია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, რასიზმისა და დისკრიმინაციიდან გამოწვეულ სტერეოტიპებზე და მცდარ წარმოდგენებზე.
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI.
ღონისძიება საფრანგეთის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისა და ევროპის საბჭოს კამპანიის – „მე ვირჩევ თანასწორობას“  – ფარგლებში ტარდება.
დასწრება თავისუფალია!

მისამართი: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებელის გამზ., 40.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები