ლაშა ხალვაში ACE producers-ის ახალ წევრებს შორის დაასახელეს

გავლენიანმა გამოცემამ Screendaily გამოაქვეყნა იმ პროდიუსერთა სია, რომლებიც ACE producers-ის გაერთიანების ახალი წევრები გახდნენ. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
პირველად, ACE producers-ის წევრთა შორის დასახელდა პროდიუსერი ამიერკავკასიის რეგიონიდან – ლაშა ხალვაში.
ACE producers დამოუკიდებელი, გამოცდილი პროდიუსერების გაერთიანებაა. იგი 1993 წელს დაარსდა და მას დღეს უკვე 250 აქტიური წევრი ყავს 45 ქვეყნიდან.
ACE producers-ის ახალი წევრები 2019/2020 წლის პროექტების განვითარების პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 3 სესიისგან შედგება. სამუშაო შეხვედრები ჰელსინკში, პრაღასა და ამსტერდამში გაიმართება. პროგრამის ფარგლებში ლაშა ხალვაში თინათინ ყაჯრიშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარებაზე იმუშავებს სახელწოდებით „თევზაობა“.
სამუშაო სესიების შემდეგ ედინბურგში გაიმართება ღონისძიება, სადაც ახალი წევრები ოფიციალურად გაწევრიანდებიან ACE producers-ის გაერთიანებაში.
პროგრამა მხარდაჭერილია „შემოქმედებითი ევროპის“ მედიაპროგრამის მიერ. ასევე, მისი პარტნიორები არიან სხვადასხვა ქვეყნის კინოფონდები, პროფესიული გაერთიანებები და ტელევიზიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები