აშშ-ში შშმ პირთა მოვლის ცენტრში აფეთქება მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მენის შტატის, ქალაქ ფარმინგტონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოვლის ცენტრში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქების დროს გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული მეხანძრეა. დაშავებულია ასევე ცენტრის ორი თანამშრომელი.
აფეთქების შედეგად დაზიანდა შშმ პირთა მოვლის ცენტრის შენობა და ახლომდებარე სახლები.