ზესტაფონში დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალნენ

0

ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი ორი და ოთხის წლის შვილებთან ერთად სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალნენ.
შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, ცხედრები კი მეზობლებმა დღეს აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფება იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი