შალვა კერესელიძე: მოხარული ვარ, რომ მოსწავლეები განათლებას კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებენ 

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ დუშეთისა და სოფელ არაგვისპირის საჯარო სკოლებს და საბავშვო ბაღებს ესტუმრა. შალვა კერესელიძემ მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

შალვა კერესელიძის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებების მშენებლობა პრიორიტეტულია და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალი წლიდანაც აქტიურად გაგრძელდება.

„მინდა, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს დღევანდელი დღე მივულოცო და ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო. მოხარული ვარ, რომ ბევრი მათგანი განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს და განათლებას კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს. სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა -რეაბილიტაცია ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით, მომავალი წლისთვის, შესაბამის უწყებებთან ერთად, მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ“ – განაცხადა  კერესელიძემ.

მიმდინარე წელს, რეგიონში, საჯარო სკოლების, სკოლა- პანსიონებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში სამუშაო პროცესი სწავლის პარალელურად გაგრძელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები