სროლა თბილისში – გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს 

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ სროლა მოხდა.

“კვირას” ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 50 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით არის დაწყებული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები