უბედური შემთხვევა ვაკეში – მიწის ჩამოშლის შედეგად, მუშა გარდაიცვალა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. მიწის მასივის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა ჭავჭავაძის 32 ნომერში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები