ქუთაისში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ქუთაისში გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, ხარებავას ქუჩაზე მოხდა, როდესაც დაზარალებულის სახლში მამაკაცი შეიჭრა.
თვითმხილველის თქმით, მეზობლებს ხმაური შემოესმათ და სანამ გაერკვეოდნენ რა ხდებოდა, პოლიციაც მოვიდა. მისივე თქმით, ქალმა პოლიციაში დარეკვა დროულად მოახერხა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები