ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – ხანძარი ლიკვიდირებულია (ფოტო)

ავტომაგისტრალზე, გორის სიახლოვეს, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გამოცხადდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
​მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე ასევე, გამოცხადდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი. მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა.
​შემთხვევის ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები