2019 წლის 5 სექტემბერს, კიევის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ვლადიმერ ცემახი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, აღკვეთი ღონისძიების პირადი ვალდებულებების შეცვლით.
ამ ქმედებამ დიდი საზოგადოებრივი აჟიოტაჟი გამოიწვია: მთავარი მოწმე რუსეთის წინააღმდეგ MH-17-ის ტრაგედიის საქმეში თავისუფალი იყო. თვითგამოცხადებული “დნრ”-ის საჰაერო თავდაცვის ყოფილმა ხელმძღვანელმა სნეჟნოიედან, ინტერვიუში განაცხადა, რომ მან იცოდა ,,ბუკ’’-ის ბედის შესახებ, იმ რაკეტების, რომლებმაც გაანადგურეს მალაიზიური ბოინგი. იმ შემთხვევების აღწერისას, რომლებიც დაკავშირებულია სამგზავრო ლაინერ МН17-ის ტრაგედიასთან, ცემახმა თქვა: “მე გადავმალე ეს ,,ბუკ’’-ი. მე იმასაც გაჩვენებთ, თუ სად დაიწყო ყველაფერი და სად გადავმალე”.
რა თქმა უნდა, თუ ყოფილი სამხედროს ჩვენება შეიძლება დაერთოს გამოძიების ოფიციალური შედეგებს, ეს აღმოფხვრის რუსეთის მონაწილეობის ყველა ეჭვს თვითმფრინავის იმ ავიაკატასტროფაში, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაგრამ ნამდვილად ღირს შევხედოთ სხვა რაკურსით საეჭვო პიროვნება ცემახის გარშემო არსებულ ხმაურს. ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ცემახი პატიმრობიდან გაათავისუფლეს უკრაინელი პატიმრების სანაცვლოდ (მიუხედავად იმისა, რომ თავად სამხედრო ოფიციალურად არის უკრაინის მოქალაქე, ისევე როგორც კირილ ვიშინსკი, რომელიც მანამდე გაათავისუფლეს).
ერთი დასკვნა: საეჭვო პიროვნება, რომელმაც მოულოდნელად მიიღო ჟურნალისტებისგან და სხვადასხვა ექსპერტებისგან “მთავარი მოწმის” სტატუსი დონბასში ჩამოგდებული ბოინგის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისთვის. თუ ეს ასეა, მაშინ “დნრ”-ის საჰაერო თავდაცვის ყოფილი უფროსის ხელში ჩაგდების სურვილი არის არაპირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ კრემლი დამნაშავეა სამგზავრო ლაინერის ავიაკატასტროფაში. მეორე მხრივ, ცემახის ჩვენების გარდა, უამრავი მტკიცებულება არსებობს რუსეთის წინააღმდეგ.
ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ ბოინგს თავს დაესხნენ ,,ბუკ’’-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით პრო-რუსული მებრძოლები. გამომძიებლების თქმით, თავად ინსტალაცია მათ ხელში ჩაუვარდათ რუსეთის ტერიტორიიდან და ეკუთვნოდა 53-ე საჰაერო თავდაცვის ბრიგადას(სამხედრო ნაწილი 32406 კურსკთან ახლოს, რუსეთი). ექსპერტებმა შეისწავლეს მტკიცებულებები და 2014 წლის 23-25 ივნისის სამოყვარულო ვიდეო კადრები – კერძოდ, ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ასახავს რუსული სამხედრო აღჭურვილობის სვეტების მოძრაობას დასავლეთ საზღვრებთან ახლოს არსებულ საზოგადოებრივ გზებზე.
ასევე, გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ჯარების უშუალო მონაწილეობას იმ მოვლენებში, რომლებმაც გამოიწვია ეს ტრაგედია. რამდენიმე დღის წინ, „ბელინგქეთის ჯგუფის“ ერთ-ერთი გამომძიებელი, ხრისტო გროზევი, შემდეგნაირად გამოეხმაურა ცემახის გათავისუფლებას: “მტკიცებულებათა ბაზის თვალსაზრისით, ბევრი რამ არ შეიცვლება. ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა შეაგროვა ბევრი ობიექტური მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს რუსეთის მონაწილეობას და ეს არაფერს შეცვლის სასამართლოსთვის. რასაც ყველა კარგავს არის უმაღლესი ლეგიტიმურობა, სასამართლო პროცესის ოპტიკური ობიექტურობა. ახლა, სასამართლოში არც ერთი ბრალდებული არ არის, რომელსაც დაიცავს ადვოკატი, ვინც ალტერნატიული ვერსიების სასარგებლოდ იკამათებდა.
აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, რუსეთი და კრემლი ყოველთვის იტყვის, რომ ეს იყო ცალმხრივი სასამართლო პროცესი. მაგრამ ამ პროცესს ექნება საკმარისი კანონიერი მტკიცებულება იმისთვის, რომ მოსამართლემ მიუკერძოებლად გამოიტანოს განაჩენი.” ამის შესახებ გროზევმა კომენტარი ,,Current Time’’-თან გააკეთა.
MH17- ის აიაკატასტროფის საქმეზე სასამართლო პროცესი 2020 წლის 9 მარტს უნდა დაიწყოს. რუსული სპეცსამსახურების და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მონაწილეობის მტკიცებულებები ამ საქმეში საკმარისზე მეტია. მთელ რიგ ამ მტკიცებულებებში შეიძლება არსებობდეს აგრეთვე ცემახის მტკიცებულებები, რომლებიც კიევის სასამართლომ გაათავისუფლა. მაგრამ, თუ პუტინი მას ხელში ჩაიგდებს, უკრაინელი პოლიტპატიმრების ან სამხედრო ტყვეების, მეზღვაურების, გაცვლის შედეგად, ცემახს არასახარბიელო ბედი შეიძლება ეწიოს. როგორც პროკურორმა განაცხადა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ყოფილი სამხედრო შეიძლება დაბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილას, რუსეთის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. და იქ, როგორც მოგეხსენებათ, მსგავს მოწმეს ყველაფერი შეიძლება შეემთხვეს.
დიდი კომბინატორი
რამდენიმე კვირა უკრაინაში ციებ-ცხელება არის ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გამო,
რომელიც კრემლის ტყვეების მოსალოდნელი გაცვლის შესახებ ვრცელდება. ცემახის, ვიშინსკის, ალექსანდრ რაკუშინის გათავისუფლება, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობაში, პირდაპირ უკავშირდება ,,გაცვლის’’ პროცესისთვის მომზადებას. მაგრამ ამ სიტუაციაში, აშკარაა, რომ ყველაფერი ცემახის გარდა, არის ბუტაფორია, ხოლო კრემლის ძირითადი მიზანია ხელში ჩაიგდოს MH17ის საქმის სახიფათო მოწმე.
უდავოა, რომ უკრაინელი მეზღვაურების შეპყრობას ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში ჰქონდა სტრატეგიული მიზანი – გამოეყენებინათ დაკავებული უკრაინელები მსგავს საქმეებში. რუსეთი იგნორირებას უკეთებს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება საზღვაო ძალების სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლად გათავისუფლებას, მრავალი ქვეყნის ლიდერის, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიმართვებს.
აშკარაა, რომ მსგავსი ტყვეები პუტინს სჭირდება ადამიანების ბედის მანიპულირებისთვის იმ მიზნით, რომ ,,მოწმინდოს’’ უკრაინის ტერიტორიაზე თავისი დანაშაულებების სამხილები. საერთაშორისო მომენტები, როგორიცაა სამგზავრო თვითმფრინავის განადგურება დონბასის ცაზე, განსაკუთრებით სენსიტიურ თემას წარმოადგენს რუსი ერის ლიდერისთვის.
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის ბრალეულობის შესახებ MH 17-ის ავარიაში აშკარა დარტყმა იქნება კრემლისთვის, რაც გამოიწვევს გაზრდილი სანქციების ზეწოლას და რუსეთის ფედერაციის იზოლირებას საერთაშორისო დონეზე. აქედან გამომდინარე, რუსეთი სასწრაფოდ ცდილობს ,,გააქროს’’ სავარაუდოდ რეალური მოწმე, რისთვისაც იყენებს წინასწარ შემუშავებული მანიპულირების ბერკეტებს. კერძოდ, 24 შეპყრობილ უკრაინელ მეზღვაურს, რომლებიც დააკავეს მოგონილი მიზეზების საფუძველზე.
ნიდერლანდების რეაქცია
ცემახის განთავისუფლების შემდეგ, ბევრმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა დაიწყო საუბარი იმ ფაქტზე, რომ ცემახის გათავისუფლებით პირადი ვალდებულებების საფუძველზე, უკრაინამ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოძიებაში პარტნიორები ნიდერლანდებიდან უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. ისინი თავად თავშეკავებულ კომენტარებს აკეთებდნენ კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასე რომ, საერთაშორისო ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც MH17 საქმეს იძიებს, განაცხადა, რომ ვლადიმირ ცემახი არის “საინტერესო პერსონა გამოძიებისთვის”.
“ჩვენ ვისურვებდით მასთან საუბარს, მაგრამ ახლა ეს რთული იქნება,” ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის სპიკერმა Brechtje van de Moosdijk-მა უთხრა ,,Radio Free Europe/Radio Liberty’’-ს. “ჩვენ ვისურვებდით, რომ ის იყოს უკრაინაში, რათა შევძლოთ მასთან გასაუბრება.”
სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, მან დასძინა: “ეს არის უკრაინის გადაწყვეტილება, უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.”
ჰოლანდიელი გამომძიებლების თავშეკავებულმა რეაქციამ შეიძლება მიუთითოს, რომ უკრაინა და საერთაშორისო გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი შეიძლება შეთანხმდნენ ცემახის განთავისუფლების შესახებ, ვინაიდან ოფიციალურ გამოძიებას ბოინგის ჩამოგდებაში რუსეთის მონაწილეობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები აქვს.
წყარო:https://en.sprotyv.info