მუშტაიდის პარკი „ფოტოგრაფიის ღამეს“ უმასპინძლებს

14 სექტემბერს, მუშტაიდის ისტორიული პარკი  „ფოტოგრაფიის ღამეს“ უმასპინძლებს.  ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის ფოტოფესტივალის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართება და თბილისელებს, ისევე როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ღია ცის ქვეშ, ერთი ღამის განმავლობაში, თანამედროვე ფოტოგრაფიის ხილვის შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამა:
20:00 – Kordz /ცოცხალი მუსიკა/ – rejected pipelines;
20:40 მუშტაიდის ბაღის ისტორია – ირაკლი ბითაძის საჯარო ლექცია;
ღამის ფოტო ჩვენება ღია ცის ქვეშ.

ღონისძიების პარტნიორია ცნობილი არლის ფესტივალი (საფრანგეთი).
არლის ფოტოფესტივალის პროგრამის გარდა, ფოტოგრაფიის ღამის პროგრამაში ნაჩვენები იქნება 300 – მდე თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი, მათ შორის იქნება ქართველი და რეგიონული ფოტოგრაფების სერიები, რომლებიც საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში 2019 წლის მანძილზე განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ასახვას. სხვადასხვა ინსტიტუცია, ჟურნალები და დამოუკიდებელი ფოტოგრაფები საიუბილეო, მეათე ფოტოგრაფიის ღამეს ქმნიან.
ფესტივალზე პირველად იქნება წარმოდგენილი CAP Prize, რომელიცაა თანამედროვე აფრიკული ფოტოგრაფიის ჯილდო, გალერეა Berlinskej model, ოდესის ფოტო დღეები და მრავალი სხვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები