ყაზბეგში გიული ჩქარეულის პოეზიის საღამო გაიმართა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრში მოხევე ემიგრანტი პოეტის გიული ჩქარეულის პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, პოეტები: ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი,  ჯუბა ღებელი, მაია მიქაია, მანანა გელაძე, თენგო ავსაჯანიშვილი, რუსუდან გოგბერაშვილი… ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.
მოხევე პოეტისადმი მიძღვნილი საღამო მუსიკალურად გააფორმეს: ა(ა)იპ განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ანსამბლმა „ერობამ“, ქალთა ანსამბლმა „დიდებაი”, ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „კარიბჭემ” და გოგონათა ანსამბლმა „მზე შინა“…
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ინიციატივით, პოეზიის საღამოები ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველთვიურად გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები