ლევან კობერიძე პარტიას ქმნის – რას აცხადებს ხაზარაძესთან თანამშრომლობაზე დეპუტატი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრი მოძრაობის „ლელოს“ წევრი გახდება – უარყოფს.
„ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ რაიმე სახის თანამშრომლობაზე არანაირი კონსულტაცია არც ერთი ფორმის, არც ერთი სახის ჩემსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არ ყოფილა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, კობერიძემ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, თუმცა მანამდე პარტიის შექმნაზე „გარკვეულ ჯგუფთან ერთად“ მსჯელობს.
„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, 2020 წლისთვის გარკვეული ჯგუფი მსჯელობთ იმაზე, რომ შეიქმნას პარტია და მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. შესაბამისად, როდესაც ეს პარტია იქნება, როდესაც მამუკა ხაზარაძე შექმნის თავის პარტიას მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გახდეს რელევანტური კითხვა ჩემს მის პარტიასთან თანმაშრომლობის შესახებ“, – განმარტა ლევან კობერიძემ.
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაცია დღეს, ანაკლიის სანაპიროზე გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები