იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს 42 წლის მოქალაქე კ.კ. დააკავეს, რომელსაც ბრალად ბინების და კერძო სახლის გაქურდვა ედება.
ამის შესახებ 1 Tv.ge იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
საქართველოს მოქალაქე ქალაქ მესტრეს პოლიციამ დააპატიმრა.
ამასთან, პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსა არის ასახული.
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები