აზერბაიჯანელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საჩივარი მარნეულის კულტურის ცენტრის წინააღმდეგ ომბუდსმენმა არ დააკმაყოფილა
სახალხო დამცველმა აზერბაიჯანელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საჩივარი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ბაირამოვამ საჩივრით ომბუდსმენის აპარატს მიმდინარე წლის 1 თებერვალს მიმართა. აქტივისტი კულტურის ცენტრს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკმრიმინაციის ფაქტებზე მიუთითებდა. ასევე აღნიშნავდა, რომ კულტურის ცენტრი მუსლიმი თემის არც ერთი რელიგიური დღესასწაულს არ უწევდა ორგანიზებას.
სამირა ბაირამოვა განმარტავდა, რომ მარნეულის კულტურის ცენტრის თანამშრომლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მხრიდან სოციალური ქსელში გამოთქმული იქნა სავარაუდო სიძულვილის ენის შემცვლელი, ქსენოფობიური შინაარსის კომენტარები.
სახალხო დამცველის დასკვნა კულტურის ცენტრმა დღეს გაასაჯაროვა სადაც ვკითხულობთ, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებითა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ინფორმაცია, არ ადასტურებს კულტურის ცენტრის მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს, ასევე სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კულტურის ცენტრის თანამშრომლების მიერ გაკეთებული კომენტარები, არ შეიძლება მიიჩნიონ დისკრიმინაციის წამახალისებლად,რის გამოცა საქმეზე მოკვლევა შეწყდა.
თავად საჩივრის ავტორს სახალხო დამცველის ოფისიდან წერილობითი პასუხი ჯერ არ მიუღია, სამირა ბაირამოვამ ომბუდსმენს სოციალური ქსელიდან მიმართა.
“ახლაც მინდა ჩემი ოფიციალურ წერილზე ოფიციალური პასუხი, თქვენი ობიექტურობის მეტ ნაკლებად მჯერა და არ მინდა დავკარგო ის იმედიც მაინც.
ასევე კარგი იქნება კონფიდენციალურობის დაცვაც თქვენის მხრიდან!”,-წერს ბაირამოვა.