იმ ღამით უკანონო ბრძანება არ გაცემულა – ამაზე ჩვენ ვაგებთ სრულ პასუხს და ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ ვსხედვართ დღეს აქ, თქვენ წინაშე“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა 20 ივნისს გაცემულ ბრძანებებს, რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის სრულად აგებს პასუხს, რომ იმ ღამეს უკანონო ბრძანება არ გაცემულა.

„იყო რამდენიმე სიტყვა ნათქვამი რეზინის ტყვიებზე და გავრილოვის ვიზიტზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ ღამით, უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვაგებთ სრულად პასუხს და ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ ვსხედვართ დღეს აქ თქვენ წინაშე და პასუხებს ვცემთ თქვენს კითხვებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად ვართ ჩვენ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები