შოთა გულბანი: ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ის კონსტრუქციული და შინაარსობრივი დებატისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის

“ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ის კონსტრუქციული და შინაარსობრივი დებატისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის”,-ამის შესახებ ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, როდესაც ადამიანი მართალი არ არის, მაშინ ცდილობს სხვა მექანიზმები გამოიყენოს, ისეთები როგორიცაა დემაგოგია და პოპულიზმი.

“რა შეიძლება ითქვას პარლამენტში დღევანდელი დებატიდან – გახარიასა და ოპოზიციას შორის:
​ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ის კონსტრუქციული და შინაარსობრივი დებატისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის. ფაქტობრივად მათ ყველა ღონე იხმარეს, რომ პასუხებისთვის არ მოესმინათ;
თავმჯდომარის სავარძელმორგებულმა სერგი კაპანაძემ ობიექტურობის იოტისოდენა ნიშანიც კი არ გამოამჟღავნა და პირდაპირ შეტევაზე გადადიოდა მომავალ პრემიერზე, მიკროფონს უთიშავდა და პასუხების გაცემას არ აცდიდა. რაც ძალიან უხერხული საყურებელი იყო;
გახარიამ ირმა ნადირაშვილი ფაქტობრივად ტყუილში ამხილა, როცა მას რეზინის ტყვია გადასცა, რომელსაც ეწერა, რომ არ არის ლეტალური, ანუ სიკვდილის გამომწვევი, რასაც ნადირაშვილი ცდილობდა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეეყვანა;
​ზოგადად როცა დებატში სიმართლე შენს მხარეს არ არის, მაშინ ცდილობ სხვა მექანიზმები გამოიყენო, ისეთები როგორიცაა დემაგოგია და პოპულიზმი. ან საერთოდ 7 ნოემბრის კადრები რო მახსენდება, ამის ავტორები ასე თავხედურად რო ლაპარაკობენ მათთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე საოცრებაა პირდაპირ”,-წერს შოთა გულბანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები