“ვიზრუნებ, რომ არ დაიკარგოს არცერთი იდეა და პროექტი, რომელიც ზღვისუბნის მოსახლეობის უკეთეს მომავალს მოიაზრებს” – ირაკლი ბენდელიანი

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრას. ამჯერად, ზღვისუბნის დასახლების მე-3 მრ, მე-2 კვ, N28 კორპუსის მცხოვრებლებს შევხვდი”, – ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ბენდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევასაც სამომავლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ.

პირადად ვიზრუნებ, რომ არ დაიკარგოს არცერთი იდეა და პროექტი, რომელიც ზღვისუბნის მოსახლეობის უკეთეს მომავალს მოიაზრებს.

ჩემი მთავარი მიზანია, აქტიურად ჩავერთო მოქალაქეებისთვის კომფორტული და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში”, – წერს ბენდელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები