მთავრობის შემადგენლობას დღეს „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ

პარლამენტში, ფრაქციების ფორმატში, მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა დღის პირველ ნახევარში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან გაიმართება, დღის მეორე ნახევარში კი ისინი უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
რაც შეეხება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, ამაზე კანონმდებლები 8 სექტემბერს იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები