ირაკლი ანთაძე: ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკანონო ქმედებას, რაც მიზანმიმართული პროვოკაციაა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მესამე ტიქნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, „არსებობს ქართული სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და ნებისმიერი დისკუსია ამ თემაზე არის უადგილო“.
„იქ საგუშაგოს ჩადგმა ემსახურება უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას, საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში. ბოლო დღეების განმავლობაში, ყველა ვართ იმის მოწმენი, რაც ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან. საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ უკანონო ქმედებას, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან 24 საათი უწყვეტ რეჟიმში ხდება ვითარების კონტროლი, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები