„ავტომაიდნის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ბულატოვი სასტიკად ნაწამები იპოვეს
„ავტომაიდნის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ბულატოვი, რომელიც 22 იანვრიდან დაკარგულად ითვლებოდა, 30 იანვარს ბორისპოლის რაიონის სოფელ ვიშენკიში იპოვეს. ბულატოვის დაკარგვის შესახებ განცხადება 23 იანვარს გაკეთდა. თავად დაზარალებულის თქმით კი, უცნობი პირები მისთვის თვალის ამოთხრას ცდილობდნენ. მას ყური მოაჭრეს, ბნელ ოთახში გამოკეტეს, სადაც აშიმშილებდნენ. მათ დიმიტრი ბულატოვს თვალები აუხვიეს, რომ გამტაცებლების სახე არ დაენახა. ერთკვირიანი სასტიკი წამების შემდეგ ბულატოვი ტყეში გაიყვანეს და მანქანიდან გადააგდეს, რის შემდეგაც ის თავად დაუკავშირდა მეგობრებს. ადგილზე ჟურნალისტები და მისი მეგობრები მივიდნენ. დიმიტრი ბულატოვმა განაცხადა, რომ ის რეაბილიტაციის შემდეგ ვრცლად ისაუბრებს მისი გატაცებისა და წამების შესახებ.