რას ითხოვს ჯიოევი – ერგნეთში ხვალ მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში 6 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე სოფელ წნელისთან ქართული მხარის მიერ განლაგებული საპოლიციო ბლოკპოსტის საკითხი განიხილება.
„სამხრეთ ოსური მხარის პოზიცია მკაფიოა – ქართული საპოლიციო პოსტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღებული. ქართული მხარე კი ბლოკპოსტის განთავსებას პოლიტიკურ პოზიციად აფასებს და მის აღებას არ გეგმავს. როგორც ისინი ამბობენ, პოსტი არავის უქმნის საფრთხეს და იქ 12-15 კაცი იქნება. მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოსტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული და მის აღებას ვითხოვთ. ასევე ვამბობთ, რომ სოფელ წნელისთან სოფელ ჩორჩანამდე ტერიტორია უსაფრთხოების ზონად გამოცხადდეს და იქ არც ერთი მხარის შეიარაღებული პოსტები არ იყოს განლაგებული“, – აღნიშნა ჯიოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები