უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი “კონსერვატიული პარტიიდან” გარიცხეს

ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატიული პარტიიდან 21 დეპუტატი გარიცხეს, მათ შორის არის ქვეყნის ყოფილი პრემიერის უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი, ნიკოლას სომსი. ისინი მომდევნო არჩევნებში პარტიას ვეღარ წარადგენენ.
დეპუტატების გარიცხვის მიზეზი გახდა ის, რომ მათ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით პარლამენტის დღის წესრიგის შეცვლას ხმა მისცეს და ამით პრემიერის, ბორის ჯონსონის, გეგმებს ხელი შეუშალეს.
ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კანცელარიაში განაცხადეს.
კენჭისყრამდე ბორის ჯონსონი თანაპარტიელებს პარტიიდან გარიცხვით დაემუქრა, თუ ისინი მთავრობის გეგმების წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას.
71 წლის ნიკოლას სამსი 1983 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია. მანამდე ის თავდაცვის უმცროსი მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები