მესტიაში შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

მესტიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარეაბილიტიო ცენტრი გაიხსნა, რომელიც 100-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
გახსნის ღონისძიებას საქართველოში იაპონიის ელჩი – ტადაჰარუ უეჰარა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი – კაპიტონ ჟორჟოლიანი და ორგანიზაცია “ერთად რეალური ცვლილებებისთვის” ირგაბიზაციის თავმჯდომარე – ნანა ლომაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციას “ერთად რეალური ცვლილებებისთვის” პროექტის განხორციელებაში გარდა იაპონიისა და ბულგარეთის საელჩოებისა, ადგილობრივი ხელისუფლებაც დაეხმარა.
საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას განცხადებით, გრანტი, რომელიც იაპონიამ გამოყო, რეგიონების განვითარებას ემსახურება.
„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 1998 წლიდან დღემდე, ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაფინანსდა 170 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 17 171 529 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები