ბალტიის ზღვაში ნატოს სწავლება დაიწყო

ბალტიის ზღვაში ნატოს სამხედრო-საზღვაო ყოველწლიური სწავლება “Northern Coasts” დაიწყო, რომელშიც 18 ქვეყნის 3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 40-ზე მეტი გემია ჩართული.
სწავლება 19 სექტემბრამდე გაგრძელდება, მასში მონაწილეობს: ბელგია, დანია, გერმანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, შვეიცარია, ბრიტანეთი და აშშ.
როგორც ნატოს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, ბალტიის ზღვას ალიანსისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ასევე ის ნატოს წევრ ექვს ქვეყანას ესაზღვრება.„სამწუხაროდ, უსაფრთხოების მხრივ რეგიონში ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა ყირიმის ანექსიის, ასევე რუსეთის მიერ სამხედრო პოტენციალის გაზრდის შემდეგ“, – აღნიშნა ლუნგესკუმ.
მისი თქმით, ნატომ რუსეთის აგრესიულ ქმედებას უპასუხა და ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში საზღვაო პატრულირება გააძლიერა, ასევე რეგიონში 4500-ზე მეტი სამხედრო გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები