საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის 30 წელი გავიდა. რას მიაღწიეს და როგორ ცხოვრობენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები?
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Legatum Prosperity Indexо -ის 2019 წლის მონაცემებით, ცხოვრების ყველაზე უკეთესი პირობებით საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის ესტონეთი გამოირჩევა. მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის ესტონეთი 36 ადგილზეა. მაღალი ადგილები უკავიათ ლიეტუვას ( 43 ) და ლატვიას ( 48). დსთ -ს ქვეყნებში ცხოვრების დონით ყაზახეთი ლიდერობს, რომელმაც Legatum Prosperity Indexо -ის რეიტინგში 47-ე ადგილი დაიკავა. დსთ -ეს სივრცეში მე -2 და მე მე-3 ადგილებს შესაბამისად ბელარუსი ( 58) და რუსეთი ( 61) ინაწილებენ. ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის რეიტინგში 81-ე ადგილით აზერბაიჯანი ლიდერობს. საქართველო 84 -ე ადგილზეა. სომხეთი 95-ეზე.
საინტერესოა, რომ ცხოვრების დონით სომხეთს ტაჯიკეთიც უსწრებს, რომელმაც რეიტინგში 95-ე ადგილი დაიკავა. სხვადასხვა ეკონომიკურ მონაცემებთან ერთად Legatum Prosperity Indexо -ის რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იქნა განათლების, უსაფრთხოების, ჯანდაცვის, ინტერნეტთან წვდომის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი.
საინტერესოა, რომ ბელორუსში, რომელიც ცხოვრების დონით მსოფლიოში 58-ე ადგილზეა, უმუშევრობის დონე 0.5 %-ს არ აღემატება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ბელორუსში შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.5% ანუ 12 ათასი ადამიანი იყო უმუშევარი. ამ მაჩვენებლით ბელორუსი ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებსაც აღემატება როგორებიც აშშ, ( უმუშევრობა 3.9 %) გერმანია ( 6.5%) და იაპონიაა. (3.2%). რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა საქართველოში.
საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ საქართველოში 2018 წელს 12.7 % შეადგინა. 2019 წლის მე-2 კვარტალში ეს მაჩვენებელი 11.4 % მდე შემცირდა. ცოტათი უფრო მაღალია უმუშევრობის დონე სომხეთში. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შრომისუნარიანი მოსახლეობის 15 % -ზე მეტი სომხეთში სამსახურის მაძიებელია. გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით საქართველოს კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში უმუშევრობის დონე აზერბაიჯანში 5 %-ს არ აღემატება და დასაქმების მაძიებელთა რიცხვი 36 ათასს უმნიშვნელოდ აჭარბებს.
რაც შეეხება კვების პროდუქტების ფასებს დსთ-ს სივრცეში. 2019 წლის 1 იანვრისათვის მონაცემები ასე გამოიყურება:
რუსეთი: 1კგ პური – 0.6$, 10 კვერცხი – 1$, 1ლ რძე – 0.9$, 1კგ ქათმის ხორცი – 3.2$, 1კგ წიწიბურა – 1.1$, 1კგ შაქარი -0.7$%.
მოლდოვა: 1კგ პური – 0.6$, 10 კვერცხი – 1.1$, 1ლ რძე – 0.95$, 1კგ ქათმის ხორცი – 3.2$, 1კგ წიწიბურა – 1.$, 1კგ შაქარი -0.9$%.
უკრაინა: 1კგ პური – 0.5$, 10 კვერცხი – 0.9$, 1ლ რძე – 0.9$, 1კგ ქათმის ხორცი – 3.$, 1კგ წიწიბურა – 1.$, 1კგ შაქარი -0.75$%.
სომხეთი: 1კგ პური – 0.6$, 10 კვერცხი – 1.1$, 1ლ რძე – 0.9$, 1კგ ქათმის ხორცი – 3.1$, 1კგ წიწიბურა – 1.$, 1კგ შაქარი -0.8$%.
აზერბაიჯანი: 1კგ პური – 0.55$, 10 კვერცხი – 1.$, 1ლ რძე – 0.9$, 1კგ ქათმის ხორცი – 3 $, 1კგ წიწიბურა – 1.$, 1კგ შაქარი -0.85$%.
ყირგიზეთი: 1კგ პური – 0.45$, 10 კვერცხი – 0.95.$, 1ლ რძე – 0.9$, 1კგ ქათმის ხორცი – 2.9 $, 1კგ წიწიბურა – 0.95.$, 1კგ შაქარი -0.75$%.
ყაზახეთი: 1კგ პური – 0.45$, 10 კვერცხი – 0.9.$, 1ლ რძე – 0.85$, 1კგ ქათმის ხორცი – 2.9 $, 1კგ წიწიბურა – 1$, 1კგ შაქარი -0.8 $%.
ბელორუსი: 1კგ პური – 0.5$, 10 კვერცხი – 0.9.$, 1ლ რძე – 0.9 $, 1კგ ქათმის ხორცი – 3.1$, 1კგ წიწიბურა – 0.95 $, 1კგ შაქარი -0.75 $%.
უზბეკეთი: კგ პური – 0.45$, 10 კვერცხი – 0.95.$, 1ლ რძე – 0.9 $, 1კგ ქათმის ხორცი – 3.1$, 1კგ წიწიბურა – 0.95 $, 1კგ შაქარი -0.75 $%.
ტაჯიკეთი: 1კგ პური – 0.5$, 10 კვერცხი – 1 $, 1ლ რძე – 0.9 $, 1კგ ქათმის ხორცი – 3.2 $, 1კგ წიწიბურა – 1 $, 1კგ შაქარი -0.8 $%.
თურქმენეთი: 1კგ პური – 0.55$, 10 კვერცხი – 1 $, 1ლ რძე – 0.9 $, 1კგ ქათმის ხორცი – 3 $, 1კგ წიწიბურა – 0.95 $, 1კგ შაქარი -0.75 $%.
გასული წლის მონაცემებით დსთ-ს ქვეყნებს შორის საცხოვრებელი ფართი ყველაზე ძვირი თურქმენეთში და რუსეთში ღირდა. ყველაზე იაფი- ტაჯიკეთში. რუსეთში 1 კვადრატული მეტრი საშუალოდ 1016 $ ღირს, თურქმენეთში 1500 $. ტაჯიკეთში 1კვადრატული მეტრის ფასი 500 $-ს არ აღემატება. რუსეთის დიდ ქალაქებში მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და სოჭის გარდა ერთოთახიანი ბინის შეძენა დაახლოებით 27 ათას დოლარადაა შესაძლებელი. ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში 1 ოთახიანი ბინის შეძენისთვის 3-ჯერ მეტი იქნება საჭირო. დაახლოებით 17 ათასი დილარია საჭირო ერთოთახიანი ბინის შესაძენად ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თუმცა რიგაში, ტალინსა და ვილნიუსში ფასები გაცილებით მაღალია და 30 ათასი დოლარიდან იწყება. დაახლოებით თანაბარია საცხოვრებელი ფართის ფასები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში ბელარუსსა და უკრაინაში. ამ ქვეყნების დედაქალაქებში ერთოთახიანი ბინის შეძენა 35 -40 ათას დოლარად არის შესაძლებელი.