ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში დღის მეორე ნახევარში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
ასეთი ფორმატის ტექნიკური შეხვედრა 30 აგვისტოს საოკუპაციო ძალების ინიციატივით მას შემდეგ გაიმართა, რაც 29 აგვისტოს ოსურმა მხარემ ერგნეთის შეხვედრა პროტესტი ნიშნად დატოვა და ქართულ მხარეს ულტიმატუმიც წაუყენა, რომ სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს აეღო.
ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ვადა დილამდე 06:00 საათამდე მისცეს, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ადგილზე სიმშვიდე იყო.
მოგვიანებით კი საოკუპაციო ძალების ინიციატივით სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრა შედგა, რომლის შედეგად ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ბლოკპოსტი დღეს არსებულ ლოკაციაზე დარჩება.