მედია: ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ამაღამ „ძალიან ძლიერად დაარტყამს“.

Reuters-ის ცნობით, ტრამპის განცხადებამ გააძლიერა შეშფოთება, რომ აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ესკალაციამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდებაზე გავლენა მოახდინოს.

მედიის თანახმად, ინვესტორები განსაკუთრებით აკვირდებიან რეგიონში არსებულ ვითარებას, რადგან ირანი ნავთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელია.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი შესაძლოა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დამყარებას შეეცადოს, მათ შორის სპარსეთის ყურეში მდებარე მნიშვნელოვან ნავთობტერმინალებზე.

ბაზრების მონაწილეები ვარაუდობენ, რომ სამხედრო დაპირისპირების გაღრმავებამ შესაძლოა გლობალურ ენერგომომარაგებაზე დამატებითი რისკები შექმნას, რაც ნავთობის ფასებზე ზეწოლას ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები