საოკუპაციო ძალებმა წნელისთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს
„ეს ჩვენი მიწაა“ – ამ პათოსით ზნაურის რაიონში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს, ე.წ.სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს.
ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, კგბ-ს წარმომადგენლები „წნელისთან ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარებას შეუდგნენ“.
ბიბილოვმა ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს ე.წ. საზღვრის მთელი პერიმეტრის დაცვის გაძლიერება და ბლოკპოსტის განთავსება დაავალა.