ქალმა, რომელზეც მეუღლე სისტემატურად ძალადობდა, თავი მოიკლა – მამაკაცი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და მას ამცირებდა იმ მოტივით, რომ თავად ოჯახის უფროსი იყო. მიუხედავად ამისა, პოლიციისათვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ.
მორიგ კონფლიქტი კი 2019 წლის 24 აგვისტოს იყო, რის შემდეგაც ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
​გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები