გერმანიაში სასკოლო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა – ათობით დაშავებულია
გერმანიის ქალაქ ბრანდერბურგში სასკოლო ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
Tagesspiegel წერს, რომ ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მსუბუქი მანქანის მძღოლი, დაშავებულთაგან 80% კი ბავშვია.
დაშავებულებს სხვადასხვა სახის ტრავმები აღენიშნებათ, მათგან 16 პოტსდამის, ხოლო 14 ბრანდენბურგის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.