ავთანდილ წერეთელს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ამასთან, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ავთანდილ წერეთელს აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
წერეთელი აცხადებს, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებს.
ცნობისთვის, პროკურატურა ავთო წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება.
ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები