თურქეთში ხიდი ჩამოინგრა – არიან დაშავებულები (ვიდეო)
თურქეთის ქალაქ თერმაში საფეხმავლო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ხიდზე ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ისინი ნანგრევებში მოყვნენ.
მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა, რომელმაც ხიდის საყრდენი შეარყია.