შვედეთში ნიღბიანმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს – არის მსხვერპლი
შვედეთის ქალაქ მალმში შავებში ჩაცმულმა დაუდგენელმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად 30 წლამდე ქალი დაიღუპა, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ორმა პირმა გახსნა, ამის შემდეგ ისინი ავტომობილით მიიმალნენ.
მოგვიანებით, შემთხვევის ადგილთან ავტომობილი დაიწვა. პოლიცია ადგენს არის თუ არა ორ შემთხვევას შორის რაიმე კავშირი.
ბოროტმოქმედების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.