რაულ ხაჯიმბა ალხას კვიწინიას მცირე სხვაობით უგებს – ე.წ. ცესკოს მონაცემი ცნობილია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 8 სექტემბერს ჩატარდება.
როგორც ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განაცხადა, მეორე ტურში გადიან მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 20 544 ხმით, რაც ამომრჩეველთა – 23,85% წარმოადგენს, და ოპოზიციის ლიდერი ალხას კვიწინია 18,929 ხმით – რაც 21,97%-ია.
რაც შეეხება დანარჩენ ე.წ. კანდიდატებს, მეორე ტურში გასვლასთან ახლოს იყო ოლეგ არშბა, რომელმაც ამომრჩეველთა 18665 ხმა – 21,60% მიიღო.