მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება

0

ქუთაისში სასტუმრო “ბაგრატი 1003-ში”, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს ტურისტული პოტენციალის ამაღლება წარმოადგენს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, იმერეთის რეგიონში კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
“ქუთაისი და წყალტუბო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებებია, ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდეს იმერეთის რეგიონში და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს მივცეთ განვითარების საშუალება. დღევანდელ შეხვედრაზე დავსახეთ ის სტრატეგია და აქტივობები, რა შეიძლება გაკეთდეს რეგიონში ტურისტული პოტენციალის ამაღლებისთვის”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი