სოფელ საყავრესთან ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან

0

უკვე მესამე დღეა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხაანძარს ებრძვიან. ამ დრომდე მუშაობას აგრძელებს საგანგებო შტაბი , სადაც ცეცხლის ჩასაქრობად შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება. ადგილზე მუშაობას აგრძელებს როგორც ცოცხალი ძალა , ასევე ტექნიდა და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტფრენი. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში ,,კვირას „ განუცხადეს , ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები არ შეიმჩნევა , თუმცა მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება , რათა თავიდან იქნეს აცილებული ცეცხლის გაჩენის საშიშროება. ამ დრომდე უცნობია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.
,, ხანძარის მაშტაბურობისა და რთული რელიაფის გამო ჩვენ ამ დრომდე გვიწევს სტიქიასთან ბრძოლა. ინტენსიურად მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება , რათა არ მოხდეს ცეცხლის ახალი კერების წარმოქმნა. მუშაობას აგრძელებს საგანგებოდ შექმნილი შტაბი , ადგილზე რჩებიან სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სამსახურის თანამშრომლები’’,- განაცხადა საგანგებო მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმაღტველოს უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი