სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის  ორი ვერტმფრენი კვლავ ჩაერთო.
​ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მისი ჩაქრობა მესამე დღეა ვერ ხერხდება.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ამოქმედებულია საველე შტაბი.
​შეგახსენებთ, რომ ხანძარი სოფელ საყავრესთან ბალახსა და ტყის საფარს ორი დღის წინ მოედო. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 40 ჰექტარზე მეტი ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები