ყვარელში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შს სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩაერთო.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამუშაოებში ჩართულია დამატებითი ძალაც.
ცნობისათვის, ახალსოფელთან მდებარე ტყეში ცეცხლი გუშინ გაჩნდა.
​​რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზება  უჭირდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები