ანაკლიის მუსიკალური ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში 3 ახალგაზრდა შეიყვანეს

0

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიიდან, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაუზუსტებელი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს.
ზუგდიდის საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, სამივე მათგანის დიაგნოზი დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი გახლდათ, მსუბუქად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ორჟონიას განცხადებით, სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ სამივე პაციენტი გაეწერა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ცნობისათვის, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, Echowave 2019 მეორე დღეა, მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი