ყვარელში, სოფელ ახალსოფლის მიდამოებში ხანძარია

0

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია.
​რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზება უჭირთ.
ადგილზე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და თბილისიდან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ხვალ დილიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი