სოფელ ძირკოკის მკვიდრ, დაკარგულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის მკვიდრს, გაუჩინარებულ 34 წლის ვ.მ. კვლავ ეძებენ. ოჯახმა ის ბოლოს ორი კვირის წინ ნახა, მას შემდეგ არ გამოჩენილა და არც არავის დაკავშირებია.

სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, გოგიტა ალხაზიშვილის ინფორმაციით, ვ.მ ოთხ სულიან ოჯახში ცხოვრობდა და სწორედ ოჯახის წევრებს გაუჩინარებამდე უთხრა, რომ სტუმრად სოფელ ვეჯინში, მეგობარ ოჯახში მიდიოდა, რომელსაც ბოლო პერიოდში ხშირად სტუმრობდა.

ვეჯინის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, პაატა გველუკაშვილი ” კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სოფლის მცხოვრების თქმით, გაუჩინარებული ახალგაზრდა მეგობარ ოჯახში და-ძმამ მოკლა, თუმცა ამას მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის შესახებ განცხადება 16 აგვისტოს მიიღეს. ცნობა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლულია, არ აქვთ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი