“ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

0

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.
კომპანიის ხელშეწყობით შენობის გარე ფასადი და სკოლის სველი წერტილები მოწესრიგდა, ასევე, სასწავლო დაწესებულების წყალმომარაგების პრობლემა გადაიჭრა. რგანის საჯარო სკოლას ახალი შენობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დახმარებით გადაეცა.
„რგანის სკოლა ამორტიზირებული და ავარიული იყო, ამის გამო ბავშვებისა და პედაგოგების ჩვენს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიწია. ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები ძალიან მალე დავიწყეთ, რადგან საგანმანათლებლო პროცესი არ შეწყვეტილიყო და ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონოდათ სწავლის პროცესი შეუფერხებლად გაეგრძელებინათ. სკოლას ჩვენს გარდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, განათლების სამინისტრო, “ჯორჯიან მანგანეზი“, ასევე, მცირე მეწარმეები დაეხმარნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ საგანმანათლებლო პროცესის სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებას ჰქონდეს საგანმანათლებლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა და პირობები.
“ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონში საგანმანათლებლო პროცესების სხვა მხარდამჭერ პროექტებსაც ამუშავებს, რაც ახალგაზრდა თაობას განათლების ხელმისაწვდომობის ახალ შესაძლებლობას მისცემს.

(R)

კომენტარები

კომენტარი