გორში ავტოპარკის მოსაწყობად 1 120 271 ლარი დაიხარჯება

0
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ავტოპარკის მოწყობს საკითხს კენჭი უყარეს . საკრებულოს წევრთა უმრავლესობის აზრით, ავტობუსების გადმოცემა დააჩქარებს გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრასპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით 100 ავტობუსი 10 მუნიციპალური ერთეულს გადაეცემა. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი დეპუტატების მიერ ერთხმად იქნა მოწონებული.
“დღევანდელ სხდომაზე მივიღებული გადაწყვეტილება წინ გადგმული ნაბიჯია, რადგან ჩვენი მოსახლეობის უმეტისი ნაწილის პრობლემას სწორედ მუნიციპალური ტრასპორტი წარმოადგენს, ვინაიდან ამ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის უფლება თვითმმართველი ქალაქის სტატუსის არმქონე მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ, შესაბამისად მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს კერძო სექტორთან რეგულაციების დაწყებას. ჩვენი ინფორმაციით, ეს პრობლემაც შემოდგომისთვის აუცილებლად მოგვარდება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებული ინიციატივით პარლამენტს უკვე მიმართა და საკითხის დადებითად მოგვარების იმედი გვაქვს“,- განაცხადა დავით რაზმაძემ.

კომენტარები

კომენტარი