ხულოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

0

ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში 495 კუბური მეტრი მზა ბეტონი შეისყიდეს, რომელიც დანისპარაულის, დიდი რიყეთის, რიყეთის, ბოძაურის, მანიაკეთის, ბეღლეთის, დიოკნისის, გელაძეების, ტაბახმალის, კორტოხის, ჯვარიქეთის, ღურტის, ღორჯომელაძეების და პაქსაძეების სასოფლო გზებზე მოეწყო. სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 93290 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. „მშენებელი-7“-მა განახორციელა. შესრულებული სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მთიული შაინიძემ ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი