მიხეილ სააკაშვილი: ადამიანები, რომლებიც “რუსთავი2-ში” მუშაობდნენ, ქართველთა საუკეთესო თვისებებს წარმოადგენენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ ახალი მენეჯმენტის მიერ ჟურნალისტების ნაწილის გათავისუფლებასა და ჟურნალისტების ნაწილის ნებაყოფლობით სამსახურის დატოვებას გამოეხმაურა.
როგორც სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, ადამიანები, რომლებიც “რუსთავი2-ში” მუშაობდნენ, ქართველთა საუკეთესო თვისებებს წარმოადგენენ.
“ადამიანები, ვინც რ2 -ში მუშაობდნენ, წარმოადგენენ ქართველთა საუკეთესო თვისებებს-სიამაყეს, სილაღეს, შეუპოვრობას!
ასეთი საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!
საქართველოში უნდა გათენდეს”, – დაწერა სააკაშვილმა.
„რუსთავი2-ის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ 20 აგვისტოს სამსახურიდან არხის სახეები: ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნოდარ მელაძე, გიორგი ლაფერაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.
21 აგვისტოს კი არხზე დარჩენილმა ჟურნალისტებმა სამსახური საკუთარი ნებით, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე დღეა, “რუსთავი2-ზე” საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ ეთერში არ გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები