გვარამია ხელისუფლებასა და “რუსთავი2-ის” მენეჯმენტს ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებების შესახებ კონვეციის არსებობას ახსენებს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არხიდან ჟურნალისტების გათავისუფლებასა და ნაწილის ნებაყოფლობით წამოსვლას ეხმიანება და მენეჯმენტს, ასევე, ხელისუფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებების შესახებ კონვეციის (European Court Of Human Rights (ECHR) არსებობას ახსენებს.
„ვგიჟდები თქვენზე, როგორ დახურეთ რ2, ყოჩაღ! ზეიმეობს დემოკრატია, სამართლიანობა და სიტყვის თავისუფლება!“, – დაწერა გვარმიამ და European Court Of Human Rights (ECHR) მონიშნა.